ბორჯღალოსნები

1:10 | 17.04.2019 | ნანახია 2243 - ჯერ

18 წლამდელები: შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი

ევროპის მოქმედი ჩემპიონი უმცროსი ბორჯღალოსნები, 2019 წლის ტურნირის ნახევარფინალურ მატჩს 17 აპრილს მასპინძელი რუსეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან საქართველოს დროით 20:25 საათზე გამართავს.

სამი დღის წინ, 1/4-ფინალში რუსეთმა რუმინეთი 13:11 დაამარცხა, ხოლო საქართველომ გერმანიას 46:0 სძლია.

იმ თამაშთან შედარებით დავით ჩავლეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 5 მოთამაშე შეცვალა და აქედან 4 ხაზის, ხოლო ერთი შერკინების მოთამაშეა.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი; მეორე ხაზში ძირითადში დაწინაურდა რობი ნერსეზაშვილი, რომელიც ტატო გვიმრაძეს შეუწყვილდება, ხოლო ლუკა ჩქარეულმა თორნიკე ზაქარიაძის ნაცვლად მესამე ხაზში გადაინაცვლა.

გერმანელებთან მატჩში დაშავდა და რუსეთთან განაცხადშიც არაა მგეზავი გივი ცინცაძე, რომლის ადგილს მარქაფიდან დაწინაურებული დაჩი პაპუნაშვილი დაიკავებს. ძირითადში ბესო თაყნიაშვილის ნაცვლად შუამარბად დაწინაურდა გიორგი ყუფარაძე, რომელიც გერმანიასთან შეცვლაზე მგეზავად შევიდა. შეიცვალა ორივე ფრთის მოთამაშე და მოედანზე პირველივე წუთებიდან ლაშა კაკაურიძე და ლევან ბრაგვაძე გავლენ.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ქომაგს რაგბი ევროპის ოფიციალურ პორტალზე შეეძლება

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, კალინინგრადი (რუსეთი)

ნახევარფინალები. 17 აპრილი

ესპანეთი - პორტუგალია

საქართველო - რუსეთი (20:25 საქ. დრო)

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი),14. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი),13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი),12. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი),11. ლევან ბრაგვაძე (არმაზი),10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია),9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი),3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო),4. რობი ნერსეზაშვილი (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი),6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა),7. ლუკა ჩქარეული (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია),17. საბა ხონელიძე (აია),18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო),19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი),22.ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი),24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო),25. თემურ კოხოძე (აია),26.ლევან ქუშაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:24 | 17.04.2019
krasni (587)

პატივი ვცეთ მოწინააღმდეგეს, ე.ი. არავითარი დაზოგვა.

0.079555