სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სტატიები

21:33 | 8.01.2019 | ნანახია 1840 - ჯერ

კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" კაპიტანი "ფიამე ოროსთან" მატჩის შესახებ

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ სადღესასწაულო დღეები ვარჯიშში გაატარა, რადგან გუნდი 2019 წლის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „კონტინენტის ფარზე“, 12 იანვარს იტალიურ კლუბ ‘ფიამე ოროსთან’ გამართავს.

საქართველოს ჩემპიონისთვის საშემოდგომო სეზონი ყველაზე მეტად გაიწელა და ყველაზე გვიან დასრულდა, რადგან ოქტომბერში ევროთასებზე სადებიუტო მატჩი ჰქონდა ‘კალვიზანოსთან’ (6:17), დეკემბერში კი იტალიურ ტურნეზე გაემგზავრა და ჯერ რომში ‘ფიამე ოროს’ სძლია ბონუსით (29:22), მერე ‘კალვიზანოსთან’ აიღო რევანში (20:13).

„იტალიური ტურნე დადებითად შეფასდა და სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო, რადგან ადვილი არაა იტალიაში ჩახვიდე და ზედიზედ ორი თამაში მოიგო. რომ არა ‘კალვიზანოსთან’ ბოლო წუთზე გაშვებული სამწუხარო ლელო, სავარაუდოდ ჩელენჯ ქაფზეც აუცილებლად მოვხვდებოდით, მაგრამ არ გაგვიმართლა“ - ამბობს გუნდის კაპიტანი ვახტანგ კავთიძე.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ‘ლოკომოტივს’ ‘ფიამე ოროსთან’ გაუმართლა და დასკვნით 12 წუთში გატანილი სამი ლელოთი, ბონუსით იმარჯვა. მანამდე იყო ჩავარდნა და 12-წულიანი ჩამორჩენა:

„იტალიაში ჩასვლამდე დიდი გზა გავარეთ, აღდგენისა და ვარჯიშისთვის ერთი სრული დღეც არ გვქონდა, პირდაპირ თამაშზე გავედით და შესვენების შემდეგ გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, იმედი არ დაგვიკარგავს, ბოლომდე ვიბრძოლეთ, საბედნიეროდ, მომენტები 100 პროცენტით გამოვიყენეთ და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. ეს იყო პასუხისმგებლობის შედეგი, რადგან ვიცოდით, წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვექნებოდა“ - აღნიშნავს კავთიძე და იმავე ‘ფიამე ოროსთან’, უფრო რთული მატჩის მოლოდინშია:

„მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას ველოდებით, რადგან ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში, მათაც უჩნდებათ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი ბრძოლა დაგვჭირდება, ვიდრე 1 თვის წინ“.

კაპიტანმა რომში თამაშისას ნეკნი გაიტეხა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ თბილისში დაბრუნებულმა გაიგო და მანამდე ‘კალვიზანოს’ წინააღმდეგ ითამაშა. ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და გუნდს მომავალ მატჩშიც დაეხმარება. მოკეთდა და სათამაშოდ 90%-ით მზადაა დიდი 10-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ასევე მელელოვე გოშა შკინინი.

„ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში ვართ, კარგად დავისვენეთ და ვარჯიშებიც მაღალი ინტენსივობის გვაქვს. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, თუნდაც ლელოების გარეშე, რადგან ბონუსი რეალურად არაფერს გვაძლევს. მთავარია მოვიგოთ და მერე ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვაქვს იმედი, რომ იტალიელები სარაგბო ღირებულებებს არ დაარღვევენ. ‘ფიამე ოროს’ აქვს იმის შესაძლებლობა, თუ მოინდომებს რომში ‘კალვიზანო’ დაამარცხოს. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს და 19 იანვარს დაველოდებით“ - ამბობს კავთიძე.

საქმე ისაა, რომ ‘კალვიზანოსგან’ ბოლო წუთზე მიღებული ლელოს შემდეგ, ეს იტალიური კლუბი 10 ქულით პირველ ადგილზე რჩება და 19 იანვარს ‘ფიამე ოროს’ ეთამაშება, რომელიც თბილისში მარცხის შეთხვევაში უმოტივაციო იქნება. ამრიგად, ‘ლოკომოტივმა’ თავისი შეხვედრა უნდა მოიგოს და ერთი კვირა სამართლიანი თამაშის მოლოდინში იყოს, რათა ჩელენჯ ქაფის საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

კავთიძე იმედოვნებს, რომ 12 იანვარს საქართველოს ჩემპიონს ქომაგობა არ მოაკლდება და ეს გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება:

„პირველ თამაშზე გულშემატკივარი არ მოვიდა და გულდაწყვეტილები ვიყავით. ახლა თამაშზე დასწრება თავისუფალია. სასიამოვნოა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ, მით უმეტეს იტალიური კლუბის წინააღმდეგ და ყველას მოვუწოდებ მხარი დაგვიჭიროს. ეს ტურნირი ქართული კლუბებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:30 | 09.01.2019
გორდა (250)

მიხარია ძალიან რომ გუნდის კაპიტანი საბრძოლოდ არის განწყობილი და იმ შესაძლებლობას, რომელიც ჯერ კიდევ არის დარჩენილი იმედიანად უყურებს!
მეც მაქვს თქვენი და ზოგადად სპორტული ღირსების იმედი!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083929
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X