სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

17:00 | 21.11.2018 | ნანახია 1456 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: "ბორჯღალოსანთა" "თრილერი"

მეექვსე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ დებიუტანტ ‘ხვამლს’ მესამე მასივში, საშინაო არენაზე დაუხვდა. შეხვედრის ინტერესს 2 გამოჩენილი ბორჯღალოსანის, ოთარ ბარკალაისა და რატი ურუშაძის ‘დუელიც’ აღვივებდა.

ბარკალაიამ მწვრთნელობას ჯერ კიდევ მორაგბედ ყოფნის პერიოდში მოჰკიდა ხელი და აღმზრდელ ‘ლელოს’ კლუბს ნაყოფიერად ემსახურება. მართალია ურუშაძემ მწვრთნელობა ოდნავ მოგვიანებით, მოქმედი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო, თუმცა რატის თავისი მდიდარი გამოცდილების, ცოდნისა და კლასის ხარჯზე, დამრიგებლის საკუთარი ხელწერის უმალ ჩამოყალიბება არ გაჭირვებია. ურუშაძემ ‘ხვამლის’ მფლობელისა და ყოფილი მთავარი მწვრთნელის დავით ცხვედიანის მრავალი წლის წინ დაწყებული საქმე წარმატებით განაგრძო და გუნდს ‘ა’ ლიგაში ლიდერთა შორის ადგილი სადებიუტო სეზონშივე დაუმკვიდრა.

შეხვედრა უაღრესად დაძაბული და ზედრამატული გამოდგა. ჭაბუკ მორაგბეებს გამარჯვების ჟინი ვერც გადაუღებელმა წვიმამ გაუნელა. ორივე გუნდი მწვრთნელების ტაქტიკური ჩანაფიქრის განხორციელებას ზედმიწევნით ცდილობდა. მეტოქეებმა ანგარიშში დაწინაურება 7 ქულაზე მეტი სხვაობით ვერ მოახერხეს. ‘ლელო’ აქცენტს ჩვეულ შერკინებაზე აკეთებდა, მუხიანელები კი უპირატესობის მოპოვებას ფეხით თამაშითა და ბურთის მაღალი დაკიდებით ცდილობდნენ. მართალია, ‘ხვამლმა’ მასპინძელთა მტკიცე და ხისტი დაცვის გარღვევა ვერ მოახერხა, სანაცვლოდ თითქმის ყველა დასარტყამი ჯარიმა ქულებად აქცია.

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მუხიანელთა მგეზავმა ნიკა ცინცაძემ, ვინაც სველი ოვალი სრულად დაიმორჩილა, 6 ჯარიმითა და ჩინებული არეკნით, საკუთარი გუნდის ქულათა მთელი მონაგარი (21 ქულა) პირად ანგარიშსზე მიითვალა. ‘ლელომ’ 3 ლელოს გატანა მოახერხა. პირველ ტაიმში ჰუქერი ლუკა ხვინთელიანი და შუამარბი კობა ირემაშვილი გამოირჩნენ (ირემაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა). მეორე ტაიმის მიწურულს კი მთავარმა რეფერიმ ნიკა ამაშუკელმა მოლის ჩაქცევისთვის, მასპინძელთა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა. შეხვედრა ფრედ 21:21 დასრულდა, რამაც მეტოქენი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელნი დატოვა. ჩემპიონს მოგებაც და თან პრემიის აღებაც შეეძლო, თუმცა ბოლო წუთებზე შეცვლაზე შესულ გიორგი მიმინოშვილს სამიზნემ უმტყუნა. ‘ლელოს’ ჰავბეკმა, 15 მეტრიდან გასატანი ჯარიმა ძელს გაარტყა (იმ მომენტისთვის ბარკალაიას ორივე ძირითადი პივოტი შეცვლილი ჰყავდა). აღსანიშნავია, რომ ურუშაძის შეგირდებმა ბოლო ერთი კვირის მანძილზე, პირველობის მთავარ ფავორიტებთან ‘ლელოსთან’ და ‘აიასთან’ პოზიტიური შედეგი დააფიქსირეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ყოფნის მიუხედავად, ტიტულზე საფუძვლიანი პრეტენზია ამთავითვე გამოთქვეს.

დათოვლილ კიკეთში ნისლიც ჩამოწვა და მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ‘სამთასა’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ შეხვედრა მესამე მასივში, ‘ლელოს’ არენაზე გაიმართა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ‘სამთას’ მხტომელ ილია მებონიას ლელოთი და 2 ჯარიმით კიკეთელებმა ტაიმი 11:7 მოიგეს. ‘რკინიგზელთა’ შორის გამორჩეულმა ფრთა რატი გვილავამ ‘სამთას’ ლელო ორივე ტაიმში გაუტანა. მგეზავმა გიორგი ყუფარაძემ ორივე ლელო გარდასახა და ზუსტად შესრულებული ჯარიმით საბოლოო ანგარიშით 17:11, ‘რკინიგზელთა’ მიჯრით მეორე გამარჯვება დააფიქსირა. სტუმართა წარმატებაში გადამწყვეტი როლი ამაღლებულმა სათამაშო დისციპლინამ ითამაშა. ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ მწვრთნელთა კვარტეტის მითითება ბიჭებმა პირნათლად შეასრულეს, შერკინებაში სწრაფ მიყოლასთან ერთად გადაყრასთაც აღარ აყოვნებდნენ და დაცვაში საიმედო გარჯის წყალობით ‘სენატორას’ შეგირდებს მეორე ტაიმი უქულოდ ჩაამთავრებინეს. აღებული ნუგეშით ‘სამთა’ სატურნირო ცხრილში 10 ქულით ‘ხარებთან’ ზიარად 4-5 ადგილებს ინაწილებს და ‘ლოკომოტივ ხულიგანას’ 1 ქულითღა უსწრებს.

ქვემოქართლური დერბი ნავთლუღში გაიმართა. მარნეულის ‘არმაზი ‘შევარდენზე’ რუსთავის ‘ხარებს’ სერიოზული საკადრო პრობლემებით დაუხვდა. ‘არმაზის’ დამრიგებელმა რიგი წამყვანი მოთამაშეები მოისაკლისა, რომელთა სრულფასოვანი შემცვლელი კიკნაძეს არ აღმოაჩნდა. აღნიშნულმა გარემოებამ თემურ ლობჟანიძის ბიჭებს გამარჯვება გაუიოლა. ‘ხარებმა’ ტაიმებში 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს, 4-მატჩიანი მოუგებელი სერიაც შეწყვიტეს და შეხვედრა პრემიით, 27:7 მოიგეს. ‘ხართა’ რიგებში გატანილი ლელოებით, პირველ ტაიმში შუამარბები: ზურა ბენდელიანი და ირაკლი ცაბაძე, მეორე ტაიმში კი-ფრთა ბაქარ ზედგინიძე და ფულბეკი გურამ გამყრელიძე გამოირჩნენ. ‘არმაზის’ მხრიდან ერთადერთი ლელო მიშო ჩადუნელის ანგარიშსზეა. იმედისმომცემა უნივერსალმა ლელოს გატანა მეორე ტაიმში მოახერხა, რომელიც თავადვე გარდასახა. მოუგებლად მყოფი ‘არმაზი’ ცხრილის ბოლო, მერვე ადგილზე რჩება, თუმცა დათო კიკნაძის შეგირდები პლეი ოფში მოხვედრის შანსს კიდევ ინარჩუნებენ.

ტური მამაქალაქური დერბით დასრულდა. ქუთაისში ‘არესი’ და ტიტულისთვის მებრძოლი ‘აია’ დაუპირისპირდნენ. ‘ომის მრისხანე ღმერთი’ მოგების შემთხვევაში მოწინავე კვარტეტში ინაცვლებდა, ვიცე-ჩემპიონს კი ლიდერ ‘ლელოსთან’ ცხრილში გატოლებითვის მატჩის მოგება პრემიის თანხლოებით მართებდა. მიუხედავად იმისა, რომ ‘აიას’ დამრიგებელმა გაგა გურეშიძემ მოედანზე სრული საბრძოლო შემადგენლობა გაამწესა და ტაიმი შუამარბ გიორგი გოგიაშვილისა და ჰუქერ შაკო კეთილაძის ლელოებით 14:0 მოიგო( ორივე ლელო მგეზავმა გიორგი თევდორაძემ გარდასახა). მეორე ტაიმში ‘არესმა’ ფავორიტ თანაქალაქელებს ტოლი არ დაუდო. ფრთა მირზა გელხვიიძემ ლელოს გატანაც მოახერხა და ‘არესის’ მგეზავ ბაკურ კუხალაშვილს სამიზნე რომ არ გამრუდებოდა, ვინძლო გიორგი მინაძის გუნდს სენსაციაც გამოეცხო. კუხალაშვილმა გარდასახვაც და 3 ჯარიმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე ‘აიას’ ფრთა საბა ხელაძემ ლელო გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვება 21:5 დააფიქსირა, თუმცა გურეშიძის ბიჭებმა დაგეგმილი პრემიის აღება ვერ მოახერხეს და ლიდერ ‘ლელოს’ ცხრილში 1 ქულით ჩამორჩებიან.

ზამთრის არდადეგების წინ ჭაბუკები კიდევ ერთ ტურს გამართავენ. პრინციპული მეტოქეებისა და ტიტულის მთავარი მაძიებლების ‘აიასა’ და ‘ლელოს’ შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. დამდეგი შეხვედრა მოწინავეთა ჯგუფის პირველი წრის გამარჯვებულს გამოავლენს.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.068453
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X