სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

17:23 | 12.11.2018 | ნანახია 1121 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: ჩემპიონმა ლიდერობა დაიბრუნა

ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. ‘ხვამლმა’, ლიდერ და ფავორიტ ‘აიასთან’ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, მეტოქეს სატურნირო ცხრილში გაუთანაბრდა და უკეთესი პირისპირ ბალანსით მეორე ადგილზე აინაცვლა. ‘ხვამლის’ მფლობელისა და დამრიგებლის დავით ცხვედიანის წლების წინ ჩაყრილ ფუნდამენტს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რატი ურუშაძემ პროფესიული ხელი უმალ დაატყო. მუხიანალები თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებენ და თან მაღალი სათამაშო დისციპლინითაც გამოირჩევიან, რაც გუნდის თამაშის ხარისხსა და შედეგზე ნათლად აისახა.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთან დაპირისპირებაში ‘ხვამლი’ გაშლილ თამაშს, ფეხით ხშირ ქმედებას კარგად უთავსებდა და ეფექტურად კომბინირებდა. გაგა გურეშიძის შეგირდებმა მასპინძლებს აგრესიული დაცვა დაუპირისპირეს, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად სტატიკაში სასურველი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხეს. ‘აია’ მთელი შეხვედრის მანძილზე მდევრის როლში იმყოფებოდა, რამაც საბოლოოდ რიონისპირელთა თამაშს გარკვეული დაღი დაასვა. პირველ ტაიმში, ხვამლის’ ფრთის მოთამაშეების ლაშა კაკაურიძისა და გიორგი ჯობავას გატანილ ლელოებს, ‘აიას’ ბურჯ გელა მუშკუდიანისა და მარბიელ გიგა კობახიძის საპასუხო ლელოები მოჰყვა და ტაიმი ფრედ 14:14 დასრულდა. მეორე ტაიმში რატი ურუშაძის ბიჭებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და მარბიელ ბაჩანა ბაიხოძის ლელოთი 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (მეტოქეებმა ყველა ლელო გარდასახეს). ‘აიამ’ სათამაშო უპირატესობა დაიბრუნა, თუმცა მხოლოდ მგეზავ გიორგი თევდორაძის გატანილ ჯარიმას გამორჩა. მუხიანელებმა ბოლო წუთებში კარგად დაიცვეს თავი და ფავორიტს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხიც აგემეს 21:17.

რიონისპირელთა წაფორხილებით ‘ლელომ’ კარგად ისარგებლა. ჩემპიონი ‘ხარებს’ რუსთავში ეწვია და შეხვედრა დაგეგმილი პრემიით 35:7 მოიგო. ‘ლელომ’ ტაიმი ჰუქერ გუგა ტაბატაძისა და ფრთის მოთამაშე ნიკა ბაგაშვილის ლელოთა წყალობით 14:0 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ხარებმა’ გაიბრძოლეს და ბურჯ ირაკლი პურიჭამიაშვილის გატანილი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 7-ქულამდე შეამცირეს. ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ბარკალაიამ მგეზავ საბა ჯოხაძეს, ამავე ამპლუის ნიკოლოზ კობახიძე შეუწყვილა, რამაც სტუმართა თამაშს უფრო ორგანიზებული და დინამიური ხასიათი მისცა. ფავორიტი ფეხით თამაშს ეძალებოდა და თან გადაწყობასაც დროულად ახერხებდა. დარჩენილ დროში ხსენებულმა კობახიძემ, შუამარბმა ლევან ქუშაშვილმა და მარბიელმა თორნიკე ზაქარიაძემ 3 უპასუხო ლელო გაიტანეს. სტუმართა ხუთივე ლელო ზუსტად გარდასახა ფულბეკმა კობა ირემაშვილმა 35:7. ‘ლელომ’ 24 საცხრილო ქულას მოუყარა თავი, ლიდერობა დაიბრუნდა და თან მდევრებს 3 ქულით გაუსწრო. მარცხის მიუხედავად, ‘ხარებს’ ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, თუმცა ქვემოქართლელ მოთამაშეთა ნაწილის მხრიდან ვარჯიშების სისტემატიური გაცდენა(უმეტესად სუბიექტური მიზეზებით) თემურ ლობჟანიძეს გუნდის რესურსის რეალიზებისა და სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას უზღუდავს.

‘შევარდენზე’, ‘ლოკომოტივი ხულიგანასა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრა დრამატული გამოდგა. აუტსაიდერები მეორე ეტაპზე პირველ გამარჯვებას ეშურებოდნენ და მეტოქეებმაც წარმატების მისაღწევად თავი არ დაზოგეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშში სოლიდური სხვაობით დაწინაურება ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. პირველ ტაიმში ‘რკინიგზელთა’ ბურჯ ნიკალა ფიროსმანაშვილის გატანილ წყვილ ლელოს, ქვემოქართლელებმა შუამარბების: მიშო ჩადუნელისა და არსენ თაქთაქიშვილის ლელოები დაუპირისპირეს და დათო კიკნაძის შეგირდები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ 15:13. მეორე ტაიმში, ფრთის ლუკა ნაყეურის ლელოთი ‘არმაზი’ 6 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა ფიროსმანაშვილს შესრულებული ‘ჰეთ-თრიკი’ თანაგუნდელმა ჰავბეკმა ბექა კეტაშვილმა დაუფასა, ვინაც ზუსტი გარდასახვით ‘რკინიგზელთა’ ურთულესი გამარჯვება დააფიქსირა 23:22. ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ 5 ქულით ცხრილში ‘ხარებს’ გაუტოლდა და მეექვსე ადგილს მხოლოდ უარესი პირისპირ ბალანსის გამო იკავებს. ‘არმაზმა’ ბოლო ადგილზე ჩაინაცვლა და თან მოწინავეთა ეტაპზე ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება.

ტური, კიკეთში ‘სამთასა’ და ქუთაისის ‘არესის’ მატჩით დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მართალია კიკეთელები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ, თუმცა რიონისპირელთა მგეზავი ბაკურ კუხალაშვილი წარმატების მცირე შანსსაც ხელიდან არ უშვებდა და ჯარიმებს უზადოდ ურტყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ‘სამთას’ შუამარბმა გიორგი ნოდიამ პირველივე ტაიმში წყვილი ლელოს გატანა მოახერხა, ‘არესი’ მეორე ნახევრის შუაწელამდე კუხალაშვილის გატანილი 5 ჯარიმით ანგარიშში 3-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა. კიკეთელებმა ტემპს უმატეს და საწადელსაც მიაღწიეს. გიორგი ენუქიძის გუნდი ანტონ ცილიკურმა ორმაგად ახეირა. ‘სამთას’ ჰუქერის’ ლელოთი მასპინძლებმა მატჩიც მოიგეს 25:15 და თან საშური პრემიაც აიღეს. ‘სამთამ’ მიჯრით მეორე გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და აუტსაიდერის პოზიციიდან პლეი ოფის ზონაში, მეოთხე ადგილზე აინაცვლა.

მორიგ, მეექვსე ტურში კიდევ ერთი ტოპ-მატჩი გაიმართება. 16 ნოემბერს, დაუმარცხებლად მოასპარეზე ‘ლელო’, მასსავით წაუგებლად მყოფ ‘ხვამლს’ მესამე მასივში უმასპინძლებს.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:25 | 13.11.2018
ogafa (407)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.091149
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X