ბორჯღალოსნები

18:48 | 10.11.2018 | ნანახია 1768 - ჯერ

საქართველომ იტალიასთან პირველი ტაიმი წააგო

ამ წუთებში ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი მიმდინარეობს. ფლორენციაში, "არტემიო ფრანკის" სტადიონზე საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებთან სპარინგობს.

პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები არიან წინ - 18:7.

ანგარიში მეათე წუთზე ტომაზო ალანმა გახსნა საჯარიმო დარტყმით, რასაც მალევე თაზო მჭედლიძის ლელო მოჰყვა, რომელიც სოსო მათიაშვილმა გარდასახა და მე-17 წუთზე „ბორჯღალოსნები“ პირველად დაწინაურდნენ.

თუმცა, ტაიმის მეორე ნაწილი მეტოქემ გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა. ჯერ იყო კამპანაროს გარდასახული ლელო, რასაც გიორგი ცუცქირიძის სინ-ბინი მოჰყვა. რიცხობრივი უპირატესობით აპენინელებმა კარგად ისარგებლელს და საკუთარ აქტივს 8 ქულა შემატეს. ჯერ ალანმა გაიტანა ჯარიმა, შემდეგ კი მატია ბელინიმ მეორედ დაგვალელოვა.

შედეგად, პირველი ნახევარის შემდეგ ჩამორჩენა 11-ქულიანია. მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:21 | 10.11.2018
miriani (151)

სამწუხაროდ ჩვენივე ბრალით წაგებული თამაში...ამდენი წუნი იმ გუნდთან, რომელსაც პრეტენზიას უყენებ, უბრალოდ უპატიებელია...
აშკარად დაგვაკლდა კაჭარავა და კოლელიშვილი... თვალშისაცემია ზველი პლეადის დაბალი სიჩქარეები... წინ წასული თანაგუნდელის არ დაზღვევა, რის გამოც არაერთხელ დარჩა შემტევი მარტო იტალიელებთან, რასაც ბურთის დაკარგვა მოჰყვა...კატასტროფული დერეფანი...
პოზიტივი - ახალგაზრდები... აშკარად ახალგაზრდულ სტილში შეტევის ხარჯზე მოპოვებული საჯარიმო ლელო...
მოკლედ დღევანდელი თამაში აშკარად ვერ ჩაითვლება აქტივში...
იმედია ახალი თაობა მსოფლიომდე ღირსეულად ინტეგრირდება ნაკრებში და გუნდი შეთამაშდება....
P.S. რათქმაუნდა საწყენია დღევანდელი წაგება, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია მსოფლიოზე ღირსეულად გამოსვლა!
იმედია ამას ჩვენი ნაკრები შეძლებს!

20:11 | 10.11.2018
dinamo222 (692)

მთლიანობაში ცუდად არ გვითამაშია დერეფნების წაგებას თუ არ ჩავთვლით და მაგალითად ცუცქირიძის უაზრო გაძევება რომ არ ყოფილიყო არავინ იცის როგორი თამაში წავიდოდა ! მგონი ჯობდა ჩილაჩავა ჟვანია თავიდან გამოეყვანათ და ლობჟანიძე არ შეეცვალათ მთავარია დიდი ანგარიშით არ წავაგეთ და 6 ერის საკითხი არ დაიხურა ამ თამაშით რისივ მე პირადად მაგრა მეშინოდა სამოას და ტონგას მართლა გავხევთ აქ !

20:06 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

მსაჯობა იყო იდეალური


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354