შიდა რაგბი

23:40 | 12.09.2018 | ნანახია 1568 - ჯერ

თხილაიშვილი ოქტომბრის ბოლოსთვის დაბრუნდება

საქართველოს ნაკრების და “ბათუმის” მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი მოედანს ოქტომბრის ბოლოსთვის დაუბრუნდება.

27 წლის მორაგბემ მხრის ოპერაცია გასული სეზონის ბოლოს გაიკეთა. როგორც ირკვევა, გიორგიმ მკურნალობა დაასრულა, სარეაბილიტაციო პროცესს გადის და ოქტომბრის ბოლოსთვის მინდორზე ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ თხილაიშვილს საქართველოს ნაკრების კვართით 45-ჯერ უთამაშია და 10 ლელო აქვს გატანილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.055238