სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

1:50 | 27.08.2018 | ნანახია 2689 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: ბოდენ ბარეტის მასტერკლასი და დაუნდობელი “ოლ ბლექსი” (+VIDEO)
ახალმა ზელანდიამ ბლედისლოუს თასი ზედიზედ მეთექვსმეტედ მოიგო

2018 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშების მეორე ტური ძალიან სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ახალი ზელანდია ოკლენდში “ედენ პარკზე” ავსტრალიის ნაკრებს დაუხვდა, ხოლო არგენტინის ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და მენდოსაში სამხრეთ აფრიკას სძლია.

“ოლ ბლექსი” ამჯერადაც შესანიშნავი იყო. თავდაპირველად, “ვოლაბები” თითქოს უფრო აქტიურობდნენ, მეტი ტერიტორიაც გააჩნდათ, თუმცა ეს რეალურად არაფერს ნიშნავდა. მასპინძლებმა ზუსტად ის გააკეთეს, რაც საჭირო იყო, მთლიანობაში ავსტრალიელებს წარმატების მინიმალური შანსიც არ დაუტოვეს და ბლედისლოუს თასს კვლავ ნაადრევად დაეუფლნენ. როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული თასი ახალ ზელანდიას და ავსტრალიას შორის თამაშდება. ისინი ერთმანეთს წელიწადში სამჯერ ეთამაშებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მატჩი “კივებმა” მოიგეს, მესამე თამაშმა ამ მხრივ აზრი დაკარგა და “შავებმა” ეს თასი უკვე აღმართეს.

“კივებმა” თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და “ვოლაბებმა” მხოლოდ მე-13 წუთამდე გაძლეს: მათ რამდენიმე ფაზის შეჩერება მოახერხეს, თუმცა აარონ სმიტმა ბოდენ ბარეტს დროული პასი გაუკეთა, ხოლო “ჰარიკეინსის” მგეზავმა სტუმართა დაცვაში ღრიჭო მშვენივრად მოძებნა და მათი რბევა დაიწყო.

“ვოლაბებმა” სათანადო პასუხი 28-ე წუთზე გასცეს, მასპინძელთა ლელოდან 5 მეტრის მოშორებით დანიშნული შერკინებიდან გამოსული ბურთი უილ გენიამ აიტაცა და ლელოში დაამიწა, რომელიც ბერნარდ ფოლიმ გარდასახა და სტუმრებმა ანგარიში პირველად და ბოლოჯერ გაათანაბრეს.

ავსტრალიელები ცუდად არ თამაშობდნენ, უტევდნენ კიდეც, თუმცა 37-ე წუთზე მეტოქის 22-ში დაკარგეს ლელო, ინდივიდუალური შეცდომა კი ძალიან ძვირად დაუჯდათ: ბენ სმიტმა ბურთი უსწრაფესად წამოიღო და საკუთარ ნახევარზე არსებულ წყვეტილ ხაზთან კოდი ტეილორს გადააწოდა, რომელმაც 10 მეტრზე მეტი გაირბინა და კვლავ ბენს დაუბრუნა ოვალი, მან კი მთელ დაცვას თავბრუ დაახვია და შემდეგ ჯეკ გუდჰუს უპასა, რომელიც ლელოდან ერთ მეტრში შეაჩერეს, აარონ სმიტს თავადვე შეეძლო ბურთის გადადება, თუმცა ბოდენ ბარეტს გამოუტანა და მანაც დუბლი გაიფორმა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ტაიმი 14:7 დასრულდა.

ახალზელანდიელთათვის მეორე ტაიმი მშვენივრად დაიწყო და სამ წუთში კიდევ ერთი ლელო გავიდა: აარონ სმიტმა ამჯერად ჯო მუდის დაარტყმევინა და მარცხენა ბურჯის შეჩერება ვერავინ შეძლო. ხუთ წუთში კი აარონ სმიტი-ბოდენ ბარეტის-ბროდი რეტალიკის ჩათამაშებული შეტევა ლიამ სქუეარის მარტივი ლელოთი დასრულდა.

მაიკლ ჩეიკას შეგირდებმა ბოლოჯერ 55-ე წუთზე გაიბრძოლეს, მათ საკუთარი ნახევრიდან წამოიღეს ბურთი, ბერნარდ ფოლიმ 22-მდე ირბინა, შემდეგ კი რის ჰოჯს გაატანა ოვალი და შესანიშნავი ლელო დაიდო.

ამის შემდგომ, ხუთიოდე წუთში ბოდენ ბარეტმა შედევრი შემოგვთავაზა, ერთი დაქნევით სამი დამცველი ჩამოიშორა და ხაზი გაჭრა, საკუთარი საოცარი სისწრაფის ხარჯზე კიდევ ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და შესანიშნავი ლელო გაიტანა. ბოდენმა მალე მეოთხე ლელოც დადო, თუმცა ვიდეორეფერმა უენ ბარნსის უკარნახა, რომ რამდენიმე ფაზით ადრე არდი სავეაზე წინ თამაში იყო და ლელო გაუქმდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბემ პოკერი მაინც შეასრულა! 69-ე წუთზე რეტალიკმა შესანიშნავად ამოაცალა ბურთი მეტოქეს და უმალ პერენარას გადააწოდა, მან კი შეცვლაზე შემოსულ დამიან მაკქენზის, რომელიც საკუთარი 22-დან დაიძრა და ჩვეულ სტილში გაჭრა ხაზი, რამდენიმე მოთამაშე ჩამოიშორა და თითქმის მოედნის ცენტრთან ენტონ-ლინერტ ბრაუნს უპასა, რომელმაც შემდეგ ბენ სმიტი მოძებნა, მან კი ბოდენ ბარეტს 22-თან, კიდესთან ახლოს გადააწოდა ბურთი, ბოდენმა მარიკა კორობეიტე მარტივი მოძრაობით ჩამოიშორა და “ვოლაბების” რბევა პოკერით დაასრულა!

აღსანიშნავია, რომ ლელოები არ ჩაუთვალეს ვაისაკი ნაჰოლოს და ჯორდი ბარეტს. პირველს ნგანი ლაუმაპემ წინ პასი გაუკეთა, ხოლო ჯორდის ბერნარდ ფოლიმ დამიწებამდე კიდეზე დაადგიმევინა ფეხი – 40:12.

აღსანიშნავია, რომ მე-100 შეხვედრა ჩაატარა “ოლ ბლექსის” მარჯვენა ბურჯმა ოუენ ფრენკსმა და ამ მატჩებში მას ლელო არასდროს გაუტანია. ის “შავების” მე-9 ცენტურიონი მოთამაშე გახდა. 111 შეხვედრა აქვს ჩატარებული კაპიტანს, კირან რიდს, ხოლო სემ უაითლოკს – 101.

500-ქულიან ზღვარს გადაცდა ბოდენ ბარეტი, რომელიც “ოლ ბლექსის” საუკეთესო მექულეთა შორის ისტორიაში მეოთხეა. საუკეთესო ამ მხრივ დენ კარტერია 1598 ქულით. ბოდენ ბარეტს 30 ლელო აქვს დადებული.

ასევე საინტერესოა, რომ ავსტრალიის ნაკრებმა ბლედისლოუს თასი ბოლოს 2002 წელს მოიგო და მაშინ ახალი ზელანდიის ფულბექი, ჯორდი ბარეტი მხოლოდ 5 წლის იყო. გეტყვით იმასაც, რომ “ვოლაბებს” “ედენ პარკზე” 1986 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

არგენტინის ნაკრები მენდოსაში სამხრეთ აფრიკას დაუხვდა და რაგბი ჩემპიონშიპში 11-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ “პუმებმა” უკანასკნელად, ზუსტად ორი წლის სწორედ სამხრეთ აფრიკა დაამარცხეს შინ (26:24).

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არგენტინის რაგბის კავშირმა უკანასკნელ პერიოდში ორი ძალზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო: 1) ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიელ ურკადე, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები სრულიად ამოწურა, სუპერ რაგბიში “ხაგუარესის” 1/4 ფინალში გამყვანი მარიო ლედესმათი ჩაანაცვლა; 2) ნაკრებში ლეგიონერები დააბრუნეს. მართალია, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ლეგიონერი ხუან ფიგალიო და ფაკუნდო ბოში არიან, თუმცა უნდა ითქვას, რომ სწორედ ფიგალიოს დიდი დამსახურებაა, რომ “პუმები” შერკინებაში ძალიან ყოჩაღად იდგნენ და ამ კომპონენტში აფრიკელებს აშკარად აჯობეს. კარგად გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი ძალა აკლდათ “სარასენსის” ბურჯის სახით არგენტინელებს ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც ლეგიონერებს არ იძახებდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მასპინძლები მალევე ნიკოლას სანჩესმა ჯარიმით დააწინაურა. იგივეს გაკეთება მალევე სტუმრებს შეეძლოთ, მაგრამ ჰანდრე პოლარდმა საკმაოდ მარტივი ჯარიმა ააცილა. მე-14 წუთზე პირველი ლელო ვიხილეთ, “ქურციკებმა” შეტევა კარგად ჩაათამაშეს, ებენ ეცებეთმა სიია კოლისის უპასა, რომელიც მეტოქის ლელოდან 30 მეტრში, მბოჭავ ნიკოლას სანჩესს გაუსხლტა, უსწრაფესად გაირბინა და “პუმები” დაალელოვა, გარდასახვა კი პოლარდმა ზუსტად შეასრულა და აფრიკელები ამ მატჩში პირველად და ბოლოჯერ გავიდნენ წინ.

არგენტინელებმა მე-20 წუთიდან მოყოლებული ნამდვილი აფეთქება მოაწყეს და ათწუთიან მონაკვეთში მეტოქის ლელო სამჯერ აიღეს. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრთან გონსალო ბერტრანუმ რაქიდან ნიკოლას სანჩესს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც შიგნით შებრუნელი პასით ემილიანო ბოფელის უპასა, მან კი ხაზის გაჭრა მოახერხა და 22-მდე ირბინა, შემდეგ ბაუტისტა ეზკურას გადააწოდა ბურთი, მან კი ფრთაზე ბაუტისტა დელგი მოძებნა, რომელმაც პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა სანჩესმა ზუსტად შეასრულა და მან ბოლო გარდასახვის გარდა, ყველა ზუსტად შეასრულა.

ოთხ წუთში არგენტინელებმა მეორე ლელო დადეს, მოედნის ცენტრთან დანიშნულ შერკინებაში მეტოქეს მაგრად მიაწვნენ, გამოტანილი ბურთი კი ფრთაზე ჩაათამაშეს და საბოლოოდ დელგიმ სისწრაფის ხარჯზე დუბლი გაიფორმა. ორიოდე წუთში კი აფრიკელთა 22-თან უკვე ნიკოლას სანჩესი დაუსხტა რამდენიმე მეტოქეს და მშვენიერი ლელო დადო. იმავე სანჩესმა იყოჩაღა 37-ე წუთზე, რომელსაც ბერტრანუმ მოედნის ცენტრთან გამოუტანა ბურთი და არგენტინელმა მგეზავმა მშვენიერი არეკნი გაიტანა. ტაიმი 27:7 დასრულდა.

“პუმებმა” მეორე ტაიმიც გადასარევად დაიწყეს და 46-ე წუთზე მეოთხე ლელო გაიტანეს: მათ საკუთარი შეტევის მარცხენა ფრთაზე უსწრაფესად ჩაათამაშეს ბურთი და რამირო მოიანოს შეჩერება აფრიკელებმა ვეღარ მოახერხეს. დარჩენილ დროში რასი ერასმუსის შეგირდები შედარებით გამოცოცხლდნენ და შეცვლაზე შემოსულმა ლიონელ მაპუმ ორი ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა ეს სამხრეთ აფრიკისთვის ბევრი ვერაფერი შვება იყო და მენდოსაში 13 ქულით დამარცხდნენ, ისეთივე სხვაობით, როგორითაც 1 კვირის წინ შინ “პუმები” დაამარცხეს – 32:19.

ახალი ზელანდია – ავსტრალია 40:12 (14:7)

არგენტინა – სამხრეთ აფრიკა 32:19 (27:7)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:45 | 27.08.2018
geogoli (367)

ზელანდიას მოგება ეკუთვნოდა, მაგრამ რიგ ელიზოდებში მსაჯი მათ სასარგებლოდ უსტვენდა. გული Mწყდება არგენტინა აფრიკას რომ არ ცუყურე. არგენტინას მაგარი უკანა ხაზი ყავს

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.181267
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X