სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

4:08 | 1.04.2018 | ნანახია 3677 - ჯერ

კონტინენტის ფარის ნახევარფინალი: სამი ქართული ლელო კრასნოდარში (+VIDEO)
კონტინენტის ფარის ნახევარფინალი, I მატჩი: ენისეი - კრასნი იარი 47:22

კონტინენტის ფარის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი კრასნოდარში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ორი ციმბირული კლუბი "ენისეი" და "კრასნი იარი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლის უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით 47:22 დასრულდა. შესაბამისად, განმეორებითი მატჩისთვის, რომელიც 21 აპრილს კრასნოიარსკში გაიმართება, "ენისეიმ" 25-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა და იმ შემთხვევაში, თუ "კრასნი იარი" ამ ჩამორჩენის გაბათილებას ვერ შეძლებს, ფინალში (რომელიც ბილბაოში ჩატარდება) სწორედ "ენისეი" გავა და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს.

ახლა კი ჩვენთვის მთავარზე და მნიშვნელოვანზე ვთქვათ. ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჯამში ხუთი ქართველი მორაგბე თამაშობდა. "ენისეის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც 51-ე წუთზე ლელო დადო (იხილეთ პირველი ვიდეო).

სტუმართა სასტარტოში კი იმყოფებოდნენ სოსო მათიაშვილი, გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე. ლაშამ ჯარიმა და ორი გარდასახვა შეასრულა ზუსტად, სოსომ და გიორგიმ კი ლელოებით გამოიჩინეს თავი. ფრუიძემ ლელო 33-ე წუთზე დადო (იხილეთ მეორე ვიდეო), ხოლო მათიაშვილმა მეტოქე 70-ე წუთზე დაალელოვა (იხილეთ მესამე ვიდეო). გარდა ამისა, მეორე ნახევარში "კრასნი იარის" რიგებში გამოჩნდა მარჯვენა ბურჯი მიხეილ წიკლაური, ხოლო ძირითად შემადგენლობაში იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები.

იმასაც გეტყვით, რომ კონტინენტის ფარის მეორე ნახევარფინალურ მატჩში "ტიმიშოარა სარასენსმა" შინ "ჰაიდელბერგი" 26:20 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.084075
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X