სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

14:10 | 2.10.2017 | ნანახია 2830 - ჯერ

ლეგიონერები: კაჭარავამ და გაჩეჩილაძემ პრემიერ-ლიგა მოიგეს

ტოპ 14-ის მე-6 ტურის ოთხ შეხვედრაში, მოედანზე 10 ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ და მათგან 4-მა ქვეყნის ჩემპიონის, ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდის, ‘კლერმონის’ შემადგენლობაში ითამაშა.

ოთხ ქართველს ტოპ 14-ის ერთი გუნდის შემადგენლობაში ადრეც არაერთხელ უთამაშია, ოღონდ არა ‘კლერმონის’ შემადგენლობაში. ‘კასტრთან’ სტუმრად გამართულ შეხვედრაში „ვულკანების“ სასტარტოში იყვნენ დავით ზირაქაშვილი (ითამაშა 67 წუთი) და ვიტო კოლელიშვილი. კოლელიშვილი 65-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ შეცვალა, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი ბექა კაკაბაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. ბექასთვის ეს მეორე თამაშია ‘კლერმონის’ პირველ გუნდში. განვლილი შეხვედრა ‘კლერმონმა’ ცუდად დაიწყო, დებიუტში ორი გარდასახული ლელო მიიღო და ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა - 29:23 ‘კასტრის’ სასარგებლოდ.

მე-5 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ იმარჯვა ლიდერმა ‘მონპელიემ’, რომელმაც ‘ბრივს’ 54:10 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ‘მონპელიეს’ სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი ბურჯი იყო - მიხეილ ნარიაშვილმა 59, ხოლო დავით ქუბრიაშვილმა 57 წუთი ითამაშა. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ასევე ბურჯი სოსო ბეკოშვილი.

ორმა ბურჯა ითამაშა ‘აჟენის’ შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად ‘ტულუზთან’ 10:30 დამარცხდა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და გიორგი თეთრაშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვახტანგ ახობაძე 65-ეზე და დასკვნით 2 წუთში კვლავ მოედანზე დააბრუნეს.

პარიზული ‘რასინგი’ მოულოდნელ ლიდერს, ‘ლიონს’ დაუხვდა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა. მასპინძელთა შორის დასკვნითი 30 წუთი ითამაშა ვასილ კაკოვინმა, ამ დროს მისი გუნდი 10 ქულას აგებდა, დარჩენილ დროში ლელო-გარდასახვა გაიტანა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ტურის სხვა მატჩებში ‘ტულონმა’ ‘ლა როშელი’ 26:20 დაამარცხა, ‘სტად ფრანსემ’, რომლის განაცხადში გიორგი მელიქიძე იყო, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მოუწია, სტუმრად ‘პოს’ 25:23 სძლია. ‘ოიონასთან’ ასევე სტუმრად მოიგო (39:9) ‘ბორდომ’.

ფრუიძემ და მალაღურაძემ ‘იარს’ ვერ უშველეს

რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ (სულ 8-ჯერ) გახდა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის ‘ენისეი’. ორრაუნდიან ფინალში მან გიორგი ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის ‘კრასნი იარი’ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ‘იარის’ 25-ივე ქულა (ორი მატჩის ჯამში) ქართველების ანგარიშზეა.

კრასნოიარსკული დერბის პირველი რაუნდი ‘ენისეიმ’ 20:9 მოიგო. რა თქმა უნდა მოედანზე ოთხივე ქართველი იყო და მალაღურაძემ 44-ე, 48-ე და 79-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა.

მეორე მატჩში ‘კრასნი იარმა’ რევანშის აღება მოახერხა, აი 11-ქულიანი ჩამორჩენისა - ვერა. პირველ ტაიმში მალაღურაძემ 3 ჯარიმა გაიტანა და თავისი გუნდი 9:6 დააწინაურა. ‘ენისეიმ’ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 73-ე წუთზე მალაღურაძის მიერ წამოწყებული კონტრშეტევა ფრუიძემ დაასრულა და მისი ლელო ლაშამ გარდასახა. დარჩენილ დრიში ანგარიში აღარ შეცვლილა და მართალია კონკრეტულად ეს შეხვედრა ‘კრასნი იარმა’ მოიგო (16:9), მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება და ჩემპიონის თასი ‘ენისეის’ ერგო - 29:25.

პრემიერ-ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 100 ქულით მეხუთეა მალაღურაძე. მას მეორე ადგილამდე 10 ქულა დააკლდა. საუკეთესო მელელოვეთა დავაში მესამეა ფრუიძე, რომელმაც რუსეთში გადასვლის შემდეგ თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:34 | 03.10.2017
zangura (109)

ესაა თქვენი კვირის ლეგიონის მიმოხილვაა?? ჟურნალისტობაზე ტყუილად გაქვთ პრეტენზია.

21:14 | 02.10.2017
ogafa (407)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.091299
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X