ბორჯღალოსნები

19:23 | 19.02.2017 | ნანახია 5773 - ჯერ

საქართველომ გერმანია გაანადგურა

რუსთავში ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველომ გერმანიის ეროვნული ნაკრები 50:6 გაანადგურა. “ბორჯღალოსნებმა” პირველი ტაიმი 21:6 მოიგეს და მეორეში გერმანიას 29:0 აჯობეს.

ქართველმა მორაგბეებმა ჯამში რვა ლელო დადეს. პირველ ტაიმში გიორგი კოშაძემ ორი ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ფრუიძემ – ერთი, მერაბ კვირიკაშვილმა სამივე გარდასახვა გაიტანა. მეორე ტაიმში ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა ორ-ორი ლელო დადეს, ბოლო ლელო კი მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს რაგბის ისტორიაში გახდა პირველი მორაგბე, ვინც სანაკრებო მე-100 კეპი მოიხვეჭა.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:13 | 21.02.2017
zurageorgevich (45)

ქართული რაგბი აშკარა წარმატებას განიცდის და ეს წარმატება გაგრძელდება... ქართული რაგბის განვითარებასთან ერთად ქომაგიც უნდა გაიზარდოს, სამოასთან თამაშის წინ უკვე ვისწავლეთ, რომ სიპი ტაუს თუ ჰაკას შესრულების დროს შტვენა და ღრენა არ შეილება და მართლაც სასიამოვნო იყო ტაშით, რომ შევხვდით მათ ტრადიციულ სიპი ტაუს... ჩემი აზრით შემდგი ნაბიჯი გვაქ გადასადგმელი რაც მოწინააღმდეგე გუნდის გარდასახვის დროს ჩვენ შტვენა ღრენას ყვირილს შეეხება, ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგე გუნდს და უნდა გავირინდოთ როგორც ირლანდიაში მერწმუნეთ ბევრად უფრო დაფასებული დავრჩებით... რაც შეეხება თამაშს ერთი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ უკეთესი თაობა მოდის, რაც ზრდის კონკურენციას ყველა პოზიციაზე... წარმატებები ბიჭებს

19:29 | 20.02.2017
qomagi (248)

სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას!!! დიდი მადლობა ჩვენს სასახელო ნაკრებს, ჩვენს მომავალ თაობას, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სულ მალე ქართულ რაგბის სხვა სიმაღლეზე აიყვანენ!!! მერე რა, რომ მეტოქე გერმანია იყო, მერე რა რომ თუნდაც 10 ძირითადის მორაგბე დაასვენეს და თავი არ შეგვაკლეს, ნებისმიერ შემთხვევაში რაგბში ასეთი ანგარიშით მოგება სასიხარულოა და უმოტივაციობის გამო ასეთი წაგება სამარცხვინო (ეს გერმანელებმა იდარდონ).
მთავარია, რომ ახალგაზრდებმა დააჭაშნიკეს ეროვნულ ნაკრებში თამაში და ლელოები, დააჭაშნიკეს მოგების გემო და რაც მთავარია, გამარჯვებულის ფსიქოლოგია უყალიბდებათ. გერმანიის მიერ რუმინეთის ძლევის შემდეგ, ნამდვილად შიშნარევი დაძაბულობით ველოდებოდი ამ თამაშს, თუმცა, ბიჭებმა თავიდანვე ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. მელიტონამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია და იცის რასაც აკეთებს. 2019 წლის მსოფლიოსთვის ნამდვილად გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება ყველა პოზიციაზე მეტნაკლები სიღრმით, მთავარია, რომ ბიჭებმა პროგრესი გააგრძელონ და ტრავმები არიდოთ ღმერთმა.
ძველ გვარდიაზე ახალი რა უნდა ვთქვა და ახალგაზრდებიდან გორგაძე და ლომიძე აშკარა ლიდეებად ჩამოყალიბდნენ, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს შერკინების ხაზში, სასიამოვნოდ გამაოცა კოშაძემ, ფრუიძეც ძალიან მომეწონა.
მოკლედ, იხარეთ და გაგვახარეთ ლომებო!!!

13:26 | 20.02.2017
buratino (480)

გენაცვალეთ, ლომებო! ვიყავი რუსთავში და ძალიან ვისიამოვნე. ყველას გილოცავთ ჩვენი ახალგაზრდების შესანიშნავ თამაშს

10:54 | 20.02.2017
გუგა80 (177)

აშკარად მახსოვს რომ აბუსერიძეზე იყო ”ზეიმი” ადრე და 100-იანი პლაკატი გამოფენილი. ეხლა ვნახე და 85-კეპი უწერია.

09:39 | 20.02.2017
tomuri (17)

გერმანალებნმა 10 ძირიტრადის მ,ოპრაგბე დაასცველენს და არც მოტიცვაცია ქონდათ დიიდ რადგანმ ისინი ჩვენტან ქუელბს არ აგროვებენ გიდნა მოიგონ გიდნა წააგონ

11:16 | 20.02.2017
deme2222 (46)

შეგიძლია ჩამოთვალო ვინ დაასვენეს?

00:43 | 20.02.2017
meleksa (132)

საინტერესოა ესპანეთთან რა შემადგენლობა გვეყოლება. კოშაძის ჭეიშვილის და რეზის დატოვება შეიძლება ძირითადში ჩემი აზრით. გიორგაძეს თამაშიც თუ მოხერხდება კარგი იქნება. ბურჯები კიდე თვალდახუჭულს შეგვიძლია ავარჩიოთ

23:26 | 19.02.2017
temuchin (431)

საერთო ჯამში ბიჭებმა დაგლიჯეს. მგონია რომ წვრილმან შეცდომებს მალე გაასწორებენ. დღეს იყო ბევრი ბურთაობა, საკმაოდ კარგი შერკინება, კარგი დერეფანი, მიყოლა და რაქის დროული გაწმენდა, ინდივიდუალური ოსტატობა. ცოტა მოვიკოჭლეთ დასკვნით ფაზაში პასის მიღება გაცემისას რაც მგონია მალე გასწორდება. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დაკიდებულ ბურთებზე თამაშია, მაგრამ ამ ბიჭებში ისეთი ცეცხლი დაინთო ამასაც უმალ დაბრდღვნიან. რაც მაფიქრებს ისაა, რომ ჯერ რაგბი ევროპისთვის ისედაც ხომ გადავიზარდეთ და ახლა კიდევ ჩვენთან თამაშში უმოტივაციობის გამო ლამის თავიანთი მეორე ნაკრებები დაგვიყენონ, აი ეს კი ნამდვილად არ წაგვადგება სასიკეთოდ!

23:17 | 19.02.2017
Kala94 (151)

რა უნდა ითქვას ახალი ბრავო ლომებო !

22:33 | 19.02.2017
LELO_2019 (27)

მადლობა ბიჭებს. ხელით თამაში მონდომებას და პროგრესს ვხედავთ. დაღვინება უნდათ და ეგა არის რაც გამოცდილებით მოდის.
მე როგორც გუშემატკივარი მინდა რომ ამ ნაკრებმა ითამაშოს ყველა თამაში, დარწმუნებული ვარ ყველას მოუგებენ.
თან ჩვენთან თამაშს ყველა როგორც სპარინგს ისე უყურებს რადგან ეს ქულები არ ითვალისწინება.
მოკლედ მომავალი საქმისთვის ამათ ითამაშონ

22:23 | 19.02.2017
DataN24 (215)

მშვენიერი თამაში გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ამ შემადგენლობას ყველა თამაშის მოგება შეუძლია ამ ტურნირზე, შაეშანდელ გერმანიის თამაშაშ რომ შევადაროთ ხაზის პროგრესი ლელოებში კარგად გამოჩნდა მაშინ ლელოების უმეტესობა მორკინალებმა დადეს დღეს კი დიდი უმრავლესობა, უკანახაზელებმა გორგაძეც პრაქტიკულად უკანახაზელივით გამოიყურებოდა ავღნიშნავთ სხვადასხვა ხარვეზებს და მე მთავარი პრობლემა მოუთმენლობა მგონია ფაზების გადაბმისას ყველას უნდა გაგლიჯოს მეტოქის ხაზი და თუარ გამოსდით შემდეგ ცოტა არიყოს იბნევიან ხანდახან ბუკამაც აღნიშნა კონტაქტის მერე რამე უპირატესობა თუ ვერ მოვიპოვეთ დამნაშავედ ვგრძნობთ თავსო, მშვენივრად ითამაშა პრაქტიკულად ყველამ კოშაძე ბევრად უკეთეს გუნდს იმსახურებს ვიდრე პირველი ლიგის გუნდია და ექნება შანსი ამ თამაშის მერე, ცენტრის პოზიციაზე მონპელიეს ესპუარებში თამაშობს თუარ ვცდები გოგოლაძე 10 ნომერზეც რეზის დიდი იმედი გვაქვს ასევე ხმალაძე და მალაღურაც გვყავს, 11,14,15 ველოდებით ახალგზდებს, აფრასიძეზე ზელანდიაში სტაჟირებაზე მიდის ლაპარაკი და გადასარევი იქნება თუ მოხერხდა ვასკაზე არანაკლები პოტენციალი აქვს თუ მეტიარა 2019 წლისთვის უკანახაზშიც ყველა პოზიციაზე გვეყოლება მინიმუმ 2 მაღალი დონის კანდიდატი მესამე ხაზი იქნება იმდენად ვარსკვავური რომ გორგოძეს მეორე ხაზში ვათამაშებდი მოკლედ პოზიტიურად ვარ განწყობილი სამომავლოდ


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354