ფეხბურთი

22:35 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ გუნდში გადავიდა (+VIDEO)
22 წლის ქართველი "ჰამბურგის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ „ჰამბურგში“ გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი „ჰამბურგში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, მას „გენტთან“ ჯერ კიდევ კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ბოლო პერიოდში ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბში არ ენდობოდნენ და 7 ნოემბრის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა არ ჰქონდა, მოედანზე ერთადერთხელ გავიდა. ამიტომაც, კლუბის დატოვების სურვილს აქტიურად გამოხატავდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 2017 წლიდან დღემდე 81 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 15 შეხვედრაში 1 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 13 თამაში და 5 გოლია.

„ჰამბურგი“ გერმანიის 6-გზის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია, მაგრამ ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, სადაც 20 ტურში მოპოვებული 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დრამშტადტს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ზანქტ პაულს“ 3 ქულით (მეორე ადგილიც ბუნდესლიგის საგზურს იძლევა). გარდა ამისა, „ჰამბურგი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალშია გასული.

0.289528