ფეხბურთი

15:58 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელების წილისყრა: ელიტ-რაუნდის და ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეები გაირკვა

დღეს გაიმართა 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ევრო 2022 | ელიტ რაუნდი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ევრო 2022-ის ელიტ რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე - შოტლანდიას, ჩეხეთს და გერმანიას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის გაზაფხულზე, 21-29 მარტს გაიმართება. ელიტ რაუნდის შეხვედრებს შოტლანდია უმასპინძლებს. მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, სლოვაკეთში 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე გაიმართება.

ევრო 2023 | საკვალიფიკაციო რაუნდი

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 19-წლამდელთა შემდეგ, 2023 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც, საქართველოს 17-წლამდე ეროვნული გუნდის მეტოქეები გამოვლინდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდში - ინგლისი, ისრაელი და ლიეტუვა დაუპირისპირდებიან.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

NAKREBI.GE

0.162309