ფეხბურთი

15:22 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელების წილისყრა: ელიტ-რაუნდის და ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეები გაირკვა

დღეს გაიმართა 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ევრო 2022 | ელიტ რაუნდი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ევრო 2022-ის ელიტ რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე - ხორვატიას, რუმინეთს და ისლანდიას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის გაზაფხულზე - 23, 26 და 29 მარტს გაიმართება. ელიტ რაუნდის მასპინძელი ქვეყანა და მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, სლოვაკეთში 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე გაიმართება.

ევრო 2023 | საკვალიფიკაციო რაუნდი

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2023 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრაც გაიმართა, სადაც, საქართველოს 19-წლამდე ეროვნული გუნდის მეტოქეები გამოვლინდა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდში - ინგლისი, დანია და მონტენეგრო დაუპირისპირდებიან.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 21, 24 და 27 სექტემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

NAKREBI.GE

0.163