ფეხბურთი

11:47 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "რეალის" თამაშში ხარვეზი ვერ დავინახე"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ხარვეზების გარეშე ითამაშეს.

„მაშინაც კი, როცა „ინტერმა“ პირველ ტაიმში ზეწოლა გაზარდა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არ ვყოფილვართ. თამაშს კარგად ვაკონტროლებდით. არ გამხდარა საჭირო განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავწინაურდით. პირველი ტაიმის მიწურულს შეგვეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩემს გუნდში ხარვეზები ვერ დავინახე. აქ ცოტა არ იყოს, მაკრიტიკებენ და მეუბნებიან, რომ ბურთს დიდხანს ვერ ვფლობთ, მაგრამ მათ ვპასუხობ, რომ თამაშს არა ბურთის ფლობა, არამედ გოლის გატანა იგებს.

„ინტერი“? ძლიერი გუნდია, რთულად სამართავი. ჩვენი მიზანი არ ყოფილა მაღალი პრესინგი, ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ და მაშინვე საფრთხე დაგვემუქრა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დაასრულა და მხოლოდ ტირასპოლის „შერიფთან“ წააგო, ხოლო „ინტერი“ 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს.

0.154161