ფეხბურთი

12:40 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ჯგუფში "პორტუსა" და "მილანზე" უკეთესები ვიყავით"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „პორტუსთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისმა გუნდმა ხასიათი აჩვენა და მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.

„ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათ კვლავ აჩვენეს თავიანთი ხასიათი, გამძლეობის უნარი და იცოდნენ, სირთულეებიდან თავი როგორ დაეღწიათ. ოთხი ცენტრალური მცველიდან სამი გვაკლდა, მაგრამ ამ პოზიციაზე ვრსალიკოს და კონდოგბიას შესანიშნავი თამაში ჰქონდათ.

მოვახერხეთ ძალიან ინტენსიური თამაშის ჩატარება და მომდევნო ეტაპზე გასვლა ჯგუფიდან, რომელიც ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. „ლივერპული“ ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო, ჩვენ კი „პორტუსა“ და „მილანზე“ უკეთესები ვიყავით“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ B ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა პლეი-ოფში „ლივერპულიც“ ითამაშებს, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, „პორტუმ“ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, ხოლო „მილანი“ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

0.153167