ფეხბურთი

21:21 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის ხელმძღვანელობით "ბარსელონამ" პირველად წააგო (+VIDEO)

ჩავის მთავარი მწვრთნელობის ეპოქაში „ბარსელონამ“ პირველი მარცხი განიცადა. კატალონურმა გრანდმა „კამპ ნოუზე“ სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და უქულოდ დარჩა.

თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 79-ე წუთზე ხუანმიმ გაიტანა. „ბეტისმა“ შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელა და კრისტიან ტელოს პასის მერე ესპანელმა შემტევმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შანსი არ დაუტოვა. ზოგადად, "ბლაუგრანა" უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტიც არაერთი შექმნა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა.

ამრიგად, „ბარსა“ დამარცხდა, ეს იყო ჩავის მეოთხე თამაში (მანამდე „ესპანიოლთან“ 1:0, „ბენფიკასთან“ 0:0 და „ვილიარეალთან“ 3:1). „ბარსელონას“ 15 თამაშში 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

„ბარსელონა“ – „ბეტისი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ხუანმი (79)

0.131425