ფეხბურთი

17:50 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "კერიკისთვის შეუძლებელი არაფერია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მაიკლ კერიკის გუნდიდან წასვლას გამოეხმაურა. როგორც პორტუგალიელმა დაწერა, ის დიდი მწვრთნელი გახდება, რადგან მისთვის შეუძლებელი არაფერია.

„მაიკლ კერიკი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და შეიძლება შესანიშნავი მწვრთნელიც იყო. ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია. პირადად მე ვამაყობ, რომ მასთან ერთად ერთ გუნდში ვითამაშე და შემდეგ ჩემი მწვრთნელი გახდა. თუმცა, ახლა დადგა დრო, რომ გუნდის ხელმძღვანელობა რალფ რანგნიკს გადასცეს“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკმა „მანჩესტერს“ სამ შეხვედრაში უხელმძღვანელა („ვილიარეალთან“ 2:0, „ჩელსისთან“ 1:1 და „არსენალთან“ 3:2). „იუნაიტედი“ დღეიდან რალფ რანგნიკმა ოფიციალურად ჩაიბარა.

0.161639