ფეხბურთი

11:43 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოუენი: "სასაცილოა იმის თქმა, რომ რონალდუ "მანჩესტერის" თამაშს ანელებს"

ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალი“ 3:2 დაამარცხა, რაც კრიშტიანუ რონალდუს დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა ისაუბრა და თქვა, რომ რონალდუს კრიტიკა სასაცილოა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ „არსენალის“ პირველი გოლი აბსოლუტურად სამართლიანად ჩაითვალა. ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთელები მოიშორებენ ცუდ ჩვევას, როცა არაფერი მომხდარა. მეორეც - როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რონალდუ „მანჩესტერის“ თამაშს ანელებს? ეს უბრალოდ სასაცილოა“, - თქვა ოუენმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „არსენალთან“ მატჩში კარიერაში მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა.

0.1208