ფეხბურთი

1:45 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 800-გოლიან ზღვარს გადააბიჯა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-800 და 801-ე გოლი გაიტანა.

აღნიშნულ შედეგს 36 წლის ფეხბურთელმა ლონდონის „არსენალთან“ შეხვედრაში მიაღწია, რომლის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ 750-ე გოლი ზუსტად ერთი წლის წინ გაიტანა და შესაბამისად, 12 თვე მოანდომა მეტოქეთა კარში 51 გოლის გატანა.

კრიშტიანუს გოლები შემდეგნაირად ნაწილდება:

„სპორტინგი“ – 5

„მანჩესტერი“ – 130

„რეალი“ – 450

„იუვენტუსი“ – 101

პორტუგალიის ნაკრები - 115

0.15726