ფეხბურთი

0:09 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

AS: ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლა უნდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, პოლონელმა ფეხბურთელმა თავის აგენტს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების დაწყება დაავალა და იმედოვნებს, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ ლა ლიგაში გადაბარგდება. ჯერჯერობით, სხვა უფრო კონკრეტული დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ 2010-2014 წლებში „დორტმუნდის“ მაისურით 187 მატჩში 103 გოლი გაიტანა, ხოლო 2014 წლიდან დღემდე „ბაიერნში“ ჩატარებულ 349 თამაშში თავი 319-ჯერ გამოიჩინა. რობერტმა კარიერის საწყის ეტაპზე პოზნანის „ლეხის“ რიგებში ითამაშა.

0.154831