კალათბურთი

20:41 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ტრავმის გამო "პანათინაიკოსთან" ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია ტრავმის გამო დღეს ათენის „პანათინაიკოსთან“ ევროლიგის მე-13 ტურის მატჩს გამოტოვებს.

შენგელიამ ტრავმა საქართველოსა და უკრაინის შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ილიას ზუროსის გუნდს ესპანეთთან საგარეო მატჩში ვერ დაეხმარა. მოსალოდნელია, რომ თორნიკე პარკეტზე ერთ კვირაში დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 28 წუთში 15.1 ქულას, 4.5 მოხსნას, 2.4 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებს.

0.153462