ფეხბურთი

11:03 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი მზადაა იანვარში შვიდი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კლუბის ხელმძღვანელობას იმ ფეხბურთელთა შესახებ აცნობა, რომელთა ტრანსფერზე დაყენება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავის „შავ სიაში“ ნეტო, სამუელ უმტიტი, სერჯინო დესტი, კლემენ ლენგლე, სერხი რობერტო, ფილიპე კოუტინიო და ოსკარ მინგესა მოხვდნენ.

კატალონელთა მიზანია, რომ იანვარში 70-80 მილიონი ევრო გამოიმუშავონ, რომ ეს თანხა შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან“ ფერან ტორესის ტრანსფერისთვის გამოიყენონ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევით დაინტერესებულია და არც თვითონ ფეხბურთელია ინგლისიდან „კამპ ნოუზე“ გადაბარგების წინააღმდეგი.

0.15033