სხვა

20:40 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მეოთხე მარცხი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ „ბრეშას“ უმასპინძლა და 11:19 დამარცხდა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაც დაცვაში არცთუ კარგი თამაშის გამო მოხდა.

იტალიელებმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდეს და პირველი ტაიმის მერე 5-ბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს. „ბრეშამ“ უპირატესობა მეორე ნახევარშიც გაზარდა და საბოლოოდ, 19:11 იმარჯვა.

„დინამომ“ ყველაზე კარგად ბოლო პერიოდი ჩაატარა, მაგრამ სხვაობის შემცირება მაინც ვერ მოახერხა.

„დინამო თბილისს“ ოთხ ტურში ოთხი მარცხი აქვს და A ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა. თბილისური გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად „რადნიჩკის“ წინააღმდეგ 14 დეკემბერს ჩაატარებს.

„დინამო თბილისი“ – „ბრეშა“ 11:19 (2:5, 2:4, 3:5, 4:5)

გოლები: 0:1 დი სომა, 0:2 პრეშიუტი, 1:2 იმნაიშვილი, 1:3 დოლჩე, 1:4 ლუნგო, 1:5 ლაზიჩი, 2:5 ადეიშვილი, 2:6 ლაზიჩი, 2:7 დი სომა, 2:8 რენცუტო, 3:8 ადეიშვილი, 3:9 ჯიტო, 4:9 სარიჩი, 4:10 დი სომა, 5:10 ჯიხციარენკა, 6:10 ელაჩა, 6:11 დოლჩე, 6:12 ლუნგო, 7:12 ადეიშვილი, 7:13 ლაზიჩი, 7:14 პრეშიუტი, 7:15 დი სომა, 8:15 ახვლედიანი, 8:16 ლაზიჩი, 9:16 ელაჩა, 10:16 ელაჩა, 10:17 ლუნგო, 11:17 სარიჩი, 11:18 ლუნგო, 11:19 ალესიანი

0.163558