კალათბურთი

11:20 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სკარიოლო: "საქართველო შენგელიასთან ერთად სხვა გუნდი იქნებოდა"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელი სერჯო სკარიოლომ საქართველოს ნაკრებთან (89:61) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრები თორნიკე შენგელიასთან ერთად სხვა გუნდი იქნებოდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ესპანეთმა დაცვაში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ამ რვა დღეში გაწეული სამუშაოთი. რაც შეეხება თამაშს, მათი ძლიერი მხარეებისგან თავის დაცვა მოვახერხეთ. საქართველოს შეტევაში დაბალი პროცენტი ჰქონდა და ცხადია, შენგელიასთან ერთად სხვა გუნდი იქნებოდა, მაგრამ დაცვაში მაინც საოცარ დონეზე ვითამაშეთ. კმაყოფილი ვარ ნაკრების დებიუტანტების თამაშითაც. ახლა კალათბურთელები კლუბებში დაბრუნდებიან და თებერვლის ფანჯრისთვის უნდა მოვემზადოთ“, - თქვა სკარიოლომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 მოგებით და 1 წაგებით ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს უკრაინასთან ერთად იყოფს. ილიას ზუროსის გუნდი 24 და 27 თებერვალს, ჩრდილოეთ მაკედონიას ჯერ შინ და მერე სტუმრად დაუპირისპირდება.

0.151163