ფეხბურთი

1:10 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ ფერან ტორესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ფერან ტორესის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ახლა სატრანსფერო ჭორებზე საუბრის დრო არ არის.

„ფერან ტორესი? ეს ჭორები მეც გავიგე, მაგრამ ახლა სატრანსფერო ჭორებზე საუბრის დრო არ არის. ამჟამად მხოლოდ აქ მყოფ ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო, „ვილიარეალთან“ გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, ფერან ტორესს „ბარსელონას“ აქტიურად უკავშირებენ და გავრცელებული ცნობით, ესპანელ ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება სურს, რის შესახებაც „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

0.150245