ფეხბურთი

12:15 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ამ სამ ქულას ოქროს ფასი აქვს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ვილიარეალთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქეს წაგება არ დაუმსახურებია, მაგრამ „ბარსასთვის“ ამ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს.

„შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. რთული მატჩი იყო, მაგრამ გაგვიმართლა, რომ მემფის დეპაიმ გაიტანა და ბოლოს პენალტიც გავიტანეთ. ამ სამ ქულას ოქროს ფასი აქვს, რადგან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პირველი გასვლითი გამარჯვებაა, ჩვენთვის წმინდა წყალივითაა. იღბლის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ „ვილიარეალს“ წაგება არ დაუმსახურებია“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ლა ლიგაში 14 თამაშში მოპოვებული 23 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.123656