ფეხბურთი

19:56 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, "რეალში" მთელი ცხოვრება დავრჩებოდი"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელ ცხოვრებას ესპანურ გრანდში გაატარებდა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, „რეალი“ საუკეთესო ადგილია ფეხბურთისთვის და მადრიდი საცხოვრებლად.

„რეალში“ ყველაფერი უცვლელია, მხოლოდ მწვრთნელები იცვლებიან. მიუხედავად კორონავირუსის შედეგებისა, კლუბს იგივე ფიზიოთერაპევტები, მოთამაშეები და ჟურნალისტები ჰყავს. იგივე ხედვა გააჩნია და იგივე სიდიადე აქვს. ახალი „სანტიაგო ბერნაბეუც“ სრულად მზად ერთ წელიწადში იქნება. ფლორენტინო პერესს ზაფხულში გრანდიოზული სატრანსფერო გეგმები აქვს. ჰოლანდი თუ მბაპე? ვნახოთ, რა მოხდება.

მადრიდის „რეალისგან“ შეთავაზების მიღება ფანტასტიკური სიურპრიზი იყო, თუმცა, კლუბთან კავშირი არასდროს დამიკარგავს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელი ცხოვრება აქ დავრჩებოდი. ეს საუკეთესო ადგილია ფეხბურთისთვის და ცხოვრებისთვის“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, 62 წლის სპეციალისტმა „რეალი“ ივლისში ჩაიბარა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მანამდე ის „სამეფო კლუბში“ 2013-2015 წლებში მუშაობდა და 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

0.150877