ფეხბურთი

17:34 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ დე იონგისა და გავის გაყიდვა გამორიცხა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ უარყო ჭორები, რომ რამდენიმე ფეხბურთელი კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს.

„დე იონგი და გავი გვჭირდება. ისინი არ იყიდებიან და არ ვაპირებთ მათ გაყიდვას. რიკი პუჩი ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მოთამაშეა, რომლის იმედი გვაქვს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს და „აიაქსს“ მის სანაცვლოდ 86 მილიონი ევრო გადაუხადეს. ფეხბურთელს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ბოლო პერიოდში საუბრობენ, რომ ის კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

გავი „ბარსაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 10 მატჩში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.120592