ფეხბურთი

10:26 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "სასწაული მოხდება, "ბაიერნთან" გამარჯვება შეგვიძლია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჩავის მთავარ მწვრთნელად მუშაობის საწყის პერიოდზე, მოლოდინებსა და მიუნხენის „ბაიერნთან“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ჩავი ძალიან მოტივირებულია და მას დიდი ძალა აქვს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, ჩავის კლუბში მოსვლის შემდეგ ჩვენმა მეტოქეებმა ცოტა მეტი პატივისცემით ყურება დაგვიწყეს. ახლა მათ უნდა იცოდნენ, რა შეგვიძლია ისევ. „ბაიერნთან“ გამარჯვება შესაძლებელია, სასწაული მოხდება, დარწმუნებული ვარ. გავიმარჯვებთ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 8 დეკემბერს მიუნხენში გაიმართება და ესპანური გრანდი კიევის „დინამოზე“ დამოკიდებული რომ არ იყოს, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება მერვედფინალში გასასვლელად.

0.154044