ფეხბურთი

23:00 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ სიტყვა შეასრულა და 18 წლის შეგირდს 800-ევროიანი ფეხსაცმელი აჩუქა (+VIDEO)

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 18 წლის განელ ფეხბურთელ ფელიქს აფენა-გიანს პირობა შეუსრულა და 800 ევროს ღირებულების ფეხსაცმელი აჩუქა.

ფელიქსმა "რომას" "ჯენოასთან" დუბლით 2:0 მოაგებინა და მატჩის შემდეგ ინტერვიუში მოურინიომ თქვა, რომ მატჩამდე განელს პირობა მისცა - თუ გოლს გაიტანდა ძვირადღირებულ ფეხსაცმელს აჩუქებდა. ჟოზემ სიტყვა შეასრულა, რადგან სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, როგორც გადასცემს საჩუქარს პორტუგალიელი ახალგაზრდა ფეხბურთელს (ფეხსაცმლის ღირებულება 800 ევრო იყო), რომელიც "განსაკუთრებულის" საჩუქრით ბედნიერი გახლდათ.

აქვე გეტყვით, რომ აფენა-გიანი „ჯენოასთან“ მატჩში მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და მწირი სათამაშო დროც ეყო, რომ დუბლი შეესრულებინა. ის 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა. „რომა“ 13 ტურის შემდეგ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა.

0.116498