ფეხბურთი

19:24 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" ერთი მატჩით დაისაჯა, მაგრამ უფრო მკაცრი სანქციაც ემუქრება

ფრანგული „ლიონი“ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს, რისი მიზეზიც გულშემატკივრების უდსიციპლინო საქციელი გახდა.

„მარსელთან“ მატჩი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ის შეწყდა, რადგან ლიონელმა ფანებმა დიმიტრი პაიეს ბოთლები დაუშინეს და ერთ-ერთი ბოთლი მას თავშიც მოხვდა.

საფრანგეთის პროფესიონალურმა ფეხბურთის ლიგამ „ლიონი“ ჯერჯერობით ერთმატჩიანი დისკვალიფიციკაციით დასაჯა, მაგრამ გამოძიება გრძელდება და მოსალოდნელია, რომ უფრო მკაცრადაც დაისჯება. სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას 8 დეკემბერს გამოაცხადებს.

თეგებილიონი
0.153973