ფეხბურთი

13:56 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკას პაკეტა დასახელდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ლიონის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა დასახელდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გამოკითხულთა ხმების თითქმის ნახევარი - 49% მიიღო.

24 წლის მოთამაშემ „რენის“ თავდამსხმელ გაეტანა ლაბორდეს (39%) და „ნიცას“ ფორვარდს ენდი დელორს (15%) აჯობა.

პაკეტამ გასულ თვეში „ლიონის“ შემადგენლობაში 4 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 13 მატჩში 5 გატანილი გოლია. მისი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატჩი ჩატარებული 13 შეხვედრის მერე 19 ქულით - მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

0.132568