სხვა

23:29 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "იადრანთან" დაძაბულ ბრძოლაში წააგო (+VIDEO)

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩი ჩაატარა. დეიან სტანოიევიჩის გუნდი ხორვატიაში „იადრანს“ დაუპირისპირდა და 13:15 დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის უმეტესი ნაწილი ხორვატებმა უკეთ ჩაატარეს და სამი პერიოდი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს, რის შედეგადაც, ბოლო პერიოდის წინ 14:7-ს იგებდნენ, რითაც თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

თუმცა, ბოლო პერიოდი „დინამო თბილისმა“ ძალიან კარგად ჩაატარა, კონკრეტული 8-წუთეული 6:1 მოიგო და სხვაობა შეამცირა. მატჩის ბოლო ორი წუთი დაძაბული იყო, შანსიც გაჩნდა თამაშის გადარჩენის, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და „დინამომ“ წააგო.

სტანოიევიჩის გუნდს 2 ტურში 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო მე-8 ადგილზეა, 19 ნოემბერს კი თბილისში, ესპანურ „ბარსელონას“ დაუხვდება.

„იადრანი“ – „დინამო თბილისი“ 15:13 (3:2, 7:3, 4:2, 1:6)

გოლები: 0:1 სარიჩი, 1:1 ბუკიჩი, 2:1 დელიჩი, 2:2 სარიჩი, 3:2 მარინიჩი, 4:2 დუზევიჩი, 4:3 ვაშიჩი, 5:3 დობუდი, 5:4 იელაჩა, 6:4 ხარკოვი, 7:4 შეტკა, 7:5 ბითაძე, 8:5 მარინიჩი, 9:5 დუზევიჩი, 10:5 დობუდი, 11:5 შეტკა, 12:5 შეტკა, 12:6 მაგრაქველიძე, 13:6 მარინიჩი, 13:7 სარიჩი, 14:7 დობუდი, 14:8 ტყეშელაშვილი, 15:8 ბურიჩი, 15:9 ვაშიჩი, 15:10 ვაშიჩი, 15:11 მაგრაქველიძე, 15:12 ვაშიჩი, 15:13 იელაჩა

0.136363