ფეხბურთი

10:23 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

„ბარსელონას“ 41 წლის ლეგენდა, ჩავი ერნანდერსი, რომელიც ამჟამად ყატარულ „ალ სადს“ თავკაცობს, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ, კატალონიური კლუბის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ბარსელონამ“ კვლავ განაახლა ჩავისთან მოლაპარაკებები.

ალტერნატიულ ვარიანტად კი ბელგიის ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს, რობერტო მარტინესს მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რიმ კუმანი „ბარსელონაში“ 2020 წლის აგვისტოდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის თასი მოიგო და ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

0.151359