ფეხბურთი

2:34 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი "ბარსელონადან" გაათავისუფლეს

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რონალდ კუმანს დაატოვებინეს. ინფორმაცია „ბლაუგრანას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ბარსელონამ“ პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი გაათავისუფლა. კლუბის პრეზიდენტმა ამის შესახებ მას „რაიო ვალეკანოსთან“ მარცხის შემდეგ შეატყობინა. კუმანი გუნდს ხუთშაბათს დაემშვიდობება. „ბარსელონა“ მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ კარიერაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

კუმანისთვის საბედისწერო „რაიო ვალეკანოსთან“ მარცხი გამოდგა, მანამდე კი კატალონელებმა „ელ კლასიკოში“ „რეალთან“ წააგეს. „ბლაუგრანას“ ლა ლიგაში 10 თამაშში 15 ქულა აქვს და მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში სამი ქულა მოიპოვა. რონალდ კუმანი „ბარსას“ 2020 წლის აგვისტოდან წვრთნიდა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი, მაგრამ გავრცელებული ცნობით, კლუბი უკვე დაუკავშირდა ჩავის, რომელიც ყატარულ „ალ-სადის“ ავარჯიშებს და დიდი შანსია, ლეგენდარული ესპანელი მშობლიურ გუნდში დაბრუნდეს.

0.121528