ფეხბურთი

1:07 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" კოშმარული მარცხი: 0-5 "გლადბახთან" (+VIDEO)

გერმანიის თასის 1/16 ფინალში ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა და მიუნხენის „ბაიერნი“ ტურნირს დაემშვიდობა. საქმე იმაში არაა, რომ იულიან ნაგელსმანის გუნდი გავარდა, მითუმეტეს, რომ სერიოზული მეტოქე ჰყავდა „გლადბახის“ სახით, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაშიც ვერ მოუგო (1:1), მაგრამ საქმე ანგარიშშია...

„ბაიერნი“ 0:5 განადგურდა! ეს კიდევ უფრო გასაკვირია იმის ფონზე, რომ „რეკორდმაისტერმა“ პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა და მოედანზე ძირითადი შემადგენლობის ყველა წევრი იყო, მათ შორის, მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი, ლეროი სანე, ტომას მიულერი, სერჟ გნაბრი და ენტონი დევისი.

„გლადბახმა“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა ბენსებაინმა დუბლი შეასრულა და ერთხელ კონემ გაიტანა. მეორე ნახევარში „ბორუსიას“ შვეიცარიელმა ფორვარდმა ბრილ ემბოლომაც დუბლი მიითვალა და შედეგი გამანადგურებელი გახდა.

ამრიგად, გერმანიის თასისთვის ბრძოლა "ბაიერნის" გარეშე გაგრძელდება, რომელიც სხვათა შორის ამ ტურნირს გასულ სეზონშიც ნაადრევად გამოეთიშა (მეორე წრეში) და თანაც მაშინ ქვედალიგელ "კილთან" მარცხით.

0.116822