ჩოგბურთი

0:27 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილი მერვედფინალში ATP-ის რეიტინგის მეშვიდე ნომერ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამ სეტში, 7:6, 2:6, 3:6 წააგო. შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა და პირველი სეტი ნიკოლოზმა ტაიბრეიკზე (7:5) მოიგო, შედეგად, გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

თუმცა, ამის შემდეგ ბერეტინი კორტზე შესანიშნავად ათამაშდა და ქართველი ჩოგბურთელისთვის შანსი პრაქტიკულად არ მიუცია. მეორე და მესამე სეტი იტალიელმა საკმაოდ ადვილად, 6:2, 6:3 მოიგო და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. 29 წლის ნიკოლოზმა 5 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, იტალიელს კი მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 22(!) ეისი მიითვალა, რამაც დიდწილად გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

ამრიგად, ბასილაშვილი ვენის ტურნირს დაემშვიდობა, რომლის პირველ წრეში პაბლო კარენო-ბუსტა დაამარცხა.

0.121103