ფეხბურთი

22:47 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის დუბლი უნგრეთის თასზე (+VIDEO)

უნგრეთის თასის 1/16 ფინალში „უიპეშტის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა სტუმრად „ბუდაფოკი“ 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც მერვედფინალში გავიდა.

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა, ანგარიში კი 47-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა. ამის შემდეგ მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 88-ე წუთზე გიორგიმ დუბლი გაიფორმა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

სწორედ ქართველი შემტევის გოლებით „უიპეშტმა“ 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

0.151171