ფეხბურთი

17:07 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდერ ერერა მეძავმა გაძარცვა

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ანდერ ერერა მეძავმა გაქურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ერერას მანქანაში მეძავი მაშინ შეიპარა, როცა ესპანელმა ფეხბურთელმა ავტომობილი შუქნიშანზე გააჩერა. ინციდენტი 26 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელს ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ეჭირა და ფეხბურთელს საფულე და მობილური ტელეფონი წაართვა.

როგორც ცნობილი გახდა, ერერას საფულეში მხოლოდ 200 ევრო ჰქონდა. როგორც კი თავდამსხმელმა მანქანა დატოვა, ფეხბურთელმა მაშინვე პოლიციას აცნობა მომხდარის შესახებ და სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე უმალვე მივიდნენ.

0.154499