ფეხბურთი

1:09 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ვერატიმ გამაოცა, ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც ოდესმე მითამაშია"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა თანაგუნდელი მარკო ვერატი შეაქო და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთანაც მას უთამაშია.

„ვერატიმ გამაოცა. ვიცოდი, რომ ის დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამდენადაც ძლიერი არ მეგონა. ის ბრწყინვალეა. ჩავისთან და ინიესტასთან ერთად, მარკო ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთანაც მითამაშია“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ნეიმარი და მარკო ვერატი თანაგუნდელები 2017 წლიდან არიან, როცა ბრაზილიელი პსჟ-ში გადავიდა, ხოლო თავად იტალიელი პარიზულ გუნდს 2012 წელს შეუერთდა. მანამდე ვერატი სამშობლოში, „პესკარაში“ თამაშობდა.

0.143784