ფეხბურთი

0:59 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელების მზადება მასპინძელ უნგრეთთან მატჩისთვის

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, ისლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ფრედ - 1:1 ითამაშა.

ხვალ, 19:00 საათზე გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ბმული, მატჩის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სოციალური მედიის არხების საშუალებით გამოქვეყნდება.

ტელკიში გასამართი მატჩისთვის, 17-წლამდელები სრული შემადგენლობით ემზადებიან. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, ასაკობრივი ნაკრები 28 ოქტომბერს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც უნგრელებთან პირველი ტურის მატჩში, 3:0 დამარცხდა.

NAKREBI.GE

0.119414