ფეხბურთი

17:48 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძემ "სამტრედია" დატოვა

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გია ცეცაძემ დატოვა. იმერულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„სამტრედია“ მიმდინარე სეზონს წარუმატებლად ატარებს, 30 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლო ადგილზეა და ქვედა ლიგაში გავარდნასთან ძალიან ახლოსაა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სამტრედიელთა ახალი მწვრთნელი.

გია ცეცაძე „სამტრედიას“ ადრეც წვრთნიდა და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაც მის სახელს უკავშირდება, როდესაც 2016 წელს საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს.

0.151406