ფეხბურთი

23:25 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის ეფექტური გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უნგრეთის OTP Bank ლიგის მეცხრე ტურში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ფეჰერვარმა“ საკუთარ მოედანზე „ჰონვედს“ უმასპინძლა და ჩვენებურის დახმარებით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სწორედ ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც 25-ე წუთზე საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა. ბუდუ 88-ე წუთზე შეცვალეს, უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კი, 5 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ფეჰერვარი“ 9 ტურის თავზე 14 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, სტუმრად გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ დაუპირისპირდება.

0.112836