ფეხბურთი

19:44 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი ბელგიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-11 ტურში გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. „სერანის“ ქართველმა ფორვარდმა სტუმრად „როიალ უნიონი“ დაამწუხრა.

გიორგიმ თავი 35-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს და „სერანს“ 3 ქულა პრაქტიკულად ჯიბეში ედო, რადგან მეორე ტაიმი 2:0-დან დაიწყო და რიცხობრივ უპირატესობაში, თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა. მეორე ნახევარში „უნიონმა“ 4 გოლი გაიტანა 10 ფეხბურთელით და 4:2 მოიგო.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „სერანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 6 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, უშუალოდ ბელგიის იუპილერ ლიგაში კი 5 თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა. მან უკვე ორჯერ მოასწრო ჰეთ-თრიქის შესრულება - ერთხელ ჩემპიონატში, ერთხელაც თასზე.

„სერანს“ 11 ტურში 12 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა და 22 ოქტომბერს, „შარლერუას“ უმასპინძლებს.

0.154654