ფეხბურთი

17:38 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ბარსელონადან" საკმარისია ერთხელ დამირეკონ და დავბრუნდები"

ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ახალ კლუბს ეძებს და მზადაა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს გატარებული. როგორც 38 წლის მცველმა აღნიშნა, მისთვის საკმარისია უბრალოდ „ბარსადან“ ერთხელ დაურეკონ და მაშინვე „კამპ ნოუზე“ დაბრუნდება.

„მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც სახლი მაქვს, ბარსელონა არის და თუ „ბარსაში“ მიაჩნიათ, რომ ვჭირდები, უბრალოდ უნდა დამირეკონ. „სან პაულოდან“ წამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე ცოტა ხანი დამესვენა, რადგან ორი წელი გადაბმულად ვთამაშობდი. შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ და ველოდები წინადადებებს ახალ გუნდთან კონტრაქტის გასაფორმებლად.

ვეძებ კლუბს, რომელიც საშუალებას მომცემს კონკურენტუნარიანი ვიყო და ვიბრძოლო ტიტულებისთვის, როგორც ეს იყო „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსსა“ და სხვა გუნდებში, სადაც ვითამაშე“, - თქვა დანი ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „სან პაულოსთან“ კონტრაქტი აგვისტოში გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია. მას კარიერის განმავლობაში „ბაიაში“, „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ აქვს ნათამაშები.

0.159257