ფეხბურთი

16:36 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვის შესანიშნავი თამაშით "დინამო ბათუმმა" ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტური ფოთში დაიწყო, სადაც აჭარულ დერბიში ქობულეთის „შუქურამ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა.

წყვილში აშკარა ფავორიტი გია გეგუჩაძის გუნდი იყო და მოულოდნელი არაფერი მომხდარა - ბათუმელებმა დამაჯერებლად მოიგეს. „დინამო“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიშის გასახსნელად 65 წუთი დასჭირდა.

მოედანზე საუკეთესო ირაკლი აზაროვი იყო, რომელმაც ჯერ მარცხენა ფლანგზე გაილაღა და საგოლე პასით თორნიკე გაფრინდაშვილი მოამარაგა, რომელმაც თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ირაკლიმ თავად გაიტანა და 2:0.

„დინამო ბათუმმა“ ამ გამარჯვებით 63 ქულა დააგროვა და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს. საქმე ისე მიდის, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ისტორიაში პირველ ჩემპიონობას იზეიმებს. „შუქურა“ კი პლეი-აუტის ზონაშია და დიდი ალბათობით, ამ გზით მოუწევს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა.

„შუქურა“ – „დინამო ბათუმი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (65), 0:2 აზაროვი (90)

0.160372