ფეხბურთი

1:41 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის ახალი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია

პირველი ნაკრები ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გარდა, ერთა ლიგაც მოიგო - ეს საფრანგეთის ნაკრებია.

ერთა ლიგას ისტორიაში მეორე ჩემპიონი ჰყავს, პირველი პორტუგალია იყო 2019 წელს, ახლა კი ესტაფეტა დიდიე დეშამის გუნდმა გადაიბირა, რომელიც ორი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია - მსოფლიოს ჩემპიონატის და ერთა ლიგის.

საფრანგეთმა ფინალში ესპანეთს მოუგო (2:1). როგორც ბელგიასთან, ახლაც „მამლები“ აგებდნენ, მაგრამ კარიმ ბენზემასა და კილიან მბაპეს მაღალი ოსტატობის ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს. პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი გამოდგა და არც მეორე ტაიმი დაწყებულა გადასარევად, მაგრამ 64-ე წუთიდან ყველაფერი შეიცვალა.

ჯერ ესპანეთი მიკელ ოიარსაბალმა დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში ბენზემამ გაათანაბრა. საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე კი მბაპემ ჩემპიონობის მომტანი გოლი გაიტანა. ლუის ენრიკეს გუნდს ბოლოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ უგო ლორისმა ოიარსაბალს და იერემი პინოს არ გაატანინა.

ამრიგად, საფრანგეთის ნაკრები 2021 წლის ერთა ლიგის ჩემპიონია. „ოთხთა ფინალში“ ადგილები ასე გადანაწილდა: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ბელგია.

ესპანეთი - საფრანგეთი 1:2 (0:0)

მილანი, „სან სირო“

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალონსო; გავი (კოკე 75), ბუსკეტსი, როდრი (ფორნალსი 84); ტორესი (მერინო 84), ოიარსაბალი, სარაბია (პინო 61)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი; კუნდე, ვარანი (უპამეკანო 43), კიმპემბე; პავარი (დუბუა 79), ჩუამენი, პოგბა, ტ. ერნანდესი; გრიზმანი (ვერეტუ 90); ბენზემა, მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლები: 1:0 ოიარსაბალი (64), 1:1 ბენზემა (66), 1:2 მბაპე (90)

გაფრთხილება: ლაპორტი (86) - პოგბა (46), კუნდე (55), მბაპე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.122264