ფეხბურთი

22:12 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "ჩვენ უბრალოდ ბელგია ვართ, იტალიელებივით ან ფრანგებივით 22 ტოპფეხბურთელი არ გვყავს"

ბელგიის ნაკრები სამი წელია ფიფას რეიტინგის ლიდერია, მაგრამ ტიტულის მოგებას ვერ ახერხებს. რობერტო მარტინესის გუნდი ვერც ერთა ლიგას შესწვდა, რომლის „ოთხთა ფინალში“ ორივე მატჩი წააგო და ოთხეულში ბოლო ადგილი ერგო.

ბელგიელებმა ჯერ საფრანგეთთან 2:3 და შემდეგ იტალიასთან 1:2 წააგეს. „წითელი ეშმაკების“ ლიდერმა კევინ დე ბრუინმა კი თქვა, რომ მათ არ ჰყავთ 22 დიდი ფეხბურთელი, როგორც იტალიას და საფრანგეთს.

„სრული პატივისცემით: ჩვენ „მხოლოდ“ ბელგია ვართ, ახალი თაობა და დღეს ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მათ შორის, აზარი და ლუკაკუ. რეალისტები უნდა ვიყოთ: იტალიას და საფრანგეთს 22 ტოპფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენ - არა“, - თქვა დე ბრუინმა.

0.153871