ფეხბურთი

11:34 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: "ერთა ლიგაზე მესამე ადგილი არავის სჭირდება, არ ვიცი იტალიასთან რატომ უნდა ვითამაშოთ"

ბელგიის ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. კურტუას აზრით, მათ საფრანგეთს საგოლე შანსები აჩუქეს და ამის გამო დაისაჯნენ. ბელგიელმა მეკარემ ისიც თქვა, რომ იტალიის ნაკრებთან მესამე ადგილისთვის გასამართ მატჩს მნიშვნელობა არ აქვს.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, სივრცეები ვიპოვეთ და კოორდინირებული ვიყავით. მეორე ტაიმში საფრანგეთმა გაცილებით მაღლა აიწია და ვერ შევინარჩუნეთ სიმშვიდე. თუმცა, ვიცოდით, რომ ორი გოლით დაწინაურება საკმარისი არ იქნებოდა, განსაკუთრებით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია. ჩვენ მათ შანსები ვაჩუქეთ და დაგვსაჯეს.

ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ კვირას იტალიასთან მატჩზე, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მატჩის სარგებლიანობას ვერ ვხედავ. ერთა ლიგაზე მესამე ადგილზე გასვლას აზრი აქვს, არ ვიცი, რატომ ვთამაშობთ, ეს ამხანაგური მატჩი იქნება“, - თქვა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები იტალიას სამი თვის წინ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, მიუნხენში შეხვდა და მარცხი განიცადა (1:2). ამჯერად თამაში ტურინში, 10 ოქტომბერს გაიმართება.

0.16369