სხვა

16:34 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან საკმაოდ მოულოდნელად, 24 წლის ასაკში მიიღო.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, რომ დავასრულე ჩემი პროფესიული სპორტული კარიერა. შევასრულე ჩემი მისია ელიტალურ სპორტში, დადგა დრო მივატოვო ძველი გზა და განვითარდე სხვა სფეროსა და მიმართულებით. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის“, - დაწერა სალომემ სოციალურ ქსელში.

სალომე ფაჟავა ოლიმპიადის ორგზის მონაწილეა 2016 და 2021 წლებში, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ყველაზე დიდ წარმატებას კი 2015 წელს მიაღწია, როცა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

0.153859